მწვრთნელი, რომელიც ლაპორტას სიაში პირველ ნომრად ფიგურირებს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
მწვრთნელი, რომელიც ლაპორტას სიაში პირველ ნომრად ფიგურირებს

მწვრთნელი, რომელიც ლაპორტას სიაში პირველ ნომრად ფიგურირებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
13-10-2021, 01:19

როგორც ვიცით, "ბარსელონა" ძალიან ახლოს არის რონალდ კუმანის გაშვებასთან. კატალონიელებს უკავშირებენ ხავი ერნანდესს, რობერტო მარტინესს და კიდევ რამდენიმე თავკაცს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტის, ხოან ლაპორტას ოცნების კანდიდატი ხოსეპ გვარდიოლა არის. კატალონიელები ფუნქციონერი თანამემამულეს უკვე დაუკავშირდა, მაგრამ მისგან მან უარი მიიღო.

საქმე ისაა, რომ "მანჩესტერ სიტის" სპეციალისტს სულაც არ ხიბლავს "ლურჯ-ბროწუელისფრებში" დაბრუნების იდეა და მას თავისი ამჟამინდელი მდგომარეობაც აკმაყოფილებს.

50-წლის ტაქტიკოსის ამჟამინდელი ხელშეკრულება "ქალაქელებთან" გათვლილია 2023 წლამდე, რომლის ამოწურვის შემდეგ ის შვებულების აღებას გეგმავს. გვარდიოლამ არც რომელიმე ნაკრების მწვრთნელობა გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელი "კამპ ნოუზე" სპეციალისტის რანგში 2008-2012 წლებში მუშაობდა. პეპმა თავის გუნდს მოაგებინა ორი ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგის სამი ტიტული და კიდევ რამდენიმე ჯილდო.



კომენტარები
პირლოს მოყვანა ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდს სურს - უახლესი ცნობა
პირლოს მოყვანა ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდს სურს...
1-10-2021, 10:34
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно