ჩისკოს ადგილი რანიერიმ დაიკავა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ჩისკოს ადგილი რანიერიმ დაიკავა

ჩისკოს ადგილი რანიერიმ დაიკავა

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-10-2021, 01:23

მას შემდეგ, რაც უოტფორდმა თბილისის დინამოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი დაითხოვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდში იტალიელი კლაუდიო რანიერის კანდიდატურას განიხილავდნენ და მასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ.

რანიერი, რომელიც დღემდე უკლუბოდ იყო, Sky Sports-ის ცნობით, უოტფორდის მწვრთნელობას დათანხმდა.

იტალიელი სპეციალისტი ბოლოს სამპდორიაში მუშაობდა, რომელიც 2020/21 სეზონის ბოლოს დატოვა. საგულისხმოა, რომ რანიერის ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ჩელსის და ლესტერს, რომელიც 2015/16 სეზონში ინგლისის ჩემპიონობამდე მიიყვანა.

შვიდი ტურის თავზე უოტფორდი 7 ქულით მე-15 ადგილზეა.

კომენტარები
პირლოს მოყვანა ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდს სურს - უახლესი ცნობა
პირლოს მოყვანა ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდს სურს...
1-10-2021, 10:34
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно