
სანამ მოვკვდები, მინდა ის სპორტინგში ვნახო - რონალდუს დედა
ახალი ამბები / ფეხბურთი
25-09-2021, 10:17
მანჩესტერ იუნაიტედის შემტევის კრიშტიანო რონალდუს დედა მარია დოლორეს ავეირუ იმედოვნებს, რომ მისი შვილი სპორტინგში ითამაშებს.
ამის შესახებ რონალდუს დედამ თავად განაცხადა. შეგახსენებთ, რომ კარიერა პორტუგალიელმა შემტევმა სწორედ ლისაბონურ კლუბში დაიწყო.
"რონალდუს უკვე ვუთხარი, რომ სანამ მოვკვდები, მისი ხილვა სპორტინგში მსურს.
თუ თავად არ იქნება, მაშინ მისი შვილი იყოს... ის უკეთ თამაშობს, ვიდრე კრიშტიანო", - თქვა დოლორესმა.
წელს რონალდუ იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კომენტარები