
მესიმ დებიუტი საიუბილეო მაჩვენებელს დაამთხვია - ლეო ისტორიას ახლა "პსჟ-ში" წერს
ახალი ამბები / ფეხბურთი
16-09-2021, 01:33
როგორც მოგეხსენებათ,ა ხლა მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, "პსჟ-სა" და "ბრიუგეს" შორის, სადაც ლეო მესი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
მოგახსენებთ, რომ ეს იქნება ლიონელის 150-ე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და ის შევა იმ ფეხბურთელების სამეულში (მეკარის გარდა), რომლებმაც შეძლეს ამ მაჩვენებლის დაფიქსირება.
მანამდე ეს შეძლეს ლეოს ყოფილმა თანაგუნდელმა, ჩავიმ და არგენტინელის მთავარმა კონკურენტმა, კრიშტიანუ რონალდუმ.
კომენტარები