"ორ გუნდს გამოვარჩევდი", - პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ორ გუნდს გამოვარჩევდი", - პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა

"ორ გუნდს გამოვარჩევდი", - პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-09-2021, 12:47

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, დღეს, "პსჟ" "ბრიუგეს" ესტუმრება.

"ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტები არიან ჩელსი და პარი სენ-ჟერმენი. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გაძლიერდა გუნდების შემადგენლობა, სწორედ ლონდონელებისა და ჩვენი გამორჩევა შემიძლია.

ერთის დასახელების შემთხვევაში კი უფრო დავასახელებდი მათ, ვიდრე პსჟ-ს. "არისტოკრატები" არიან მოქმედი ჩემპიონები და ამის გარდა, ისინი თავიანთ შანსებს საუკეთესოდ იყენებენ".

"ლურჯებმა" თავიანთი პირველ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი", 1:0, პარიზელებს კი როგორც ავღნიშნეთ ელით სტუმრობა ბელგიაში.

აქვე დავამატებთ, რომ პოჩეტინოს გუნდის შემადგენლობაში დღეს უდიდესი ალბათობით ვიხილავთ ლიონელ მესის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ახალი გუნდის მაისურით დებიუტი ექნება.

კომენტარები
"ყურადღებით იყავით..." - აგუერო გულშემატკივრებს აფრთხილებს
"ყურადღებით იყავით..." - აგუერო გულშემატკივრებს...
11-09-2021, 10:14
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно