მგონი სიტყვა "იმედია" დაგავიწყდა - პიტერ შმეიხელმა ჯეიმი კარაგერს რონალდუს ტრანსფერის თაობაზე უპასუხა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
მგონი სიტყვა "იმედია" დაგავიწყდა - პიტერ შმეიხელმა ჯეიმი კარაგერს რონალდუს ტრანსფერის თაობაზე უპასუხა

მგონი სიტყვა "იმედია" დაგავიწყდა - პიტერ შმეიხელმა ჯეიმი კარაგერს რონალდუს ტრანსფერის თაობაზე უპასუხა

ახალი ამბები / ფეხბურთი
11-09-2021, 10:15

„მან.იუნაიტედის“ და დანიის ნაკრების ექს-მეკარემ პიტერ შმეიხელმა „ლივერპულის“ ყოფილ მცველს ჯეიმი კარაგერს უპასუხა, რომელმაც დასძინა, რომ კრიშტიანუ რონალდუს „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება გუნდზე ნეგატიურად აისახება.

„არ ვფიქრობ, რომ რაღაც არასწორად თქვი, მაგრამ შენ გამოიყენე სიტყვები: „ვფიქრობ, ამას ნეგატიური ეფექტი ექნება.“ მგონი, ასე უნდა გეთქვა: „მე იმედი მაქვს, რომ ამას ნეგატიური ეფექტი ექნება.“ 

ეს დიდი, უდიდესი სხვაობაა. მე პირადად ამ ტრანსფერში ვერანაირ ნეგატიურ გავლენას ვერ ვხედავ. 

ეს კლუბის მიერ ბოლო 10 წელიწადში გაკეთებული ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია. ჩვენ, როგორც გულშემატკივრებს სწორედ ასეთი დონის შენაძენების იმედი გვქონდა. ხალხი ამბობს, რომ რონალდუ ისეთი კარგი ვეღარ არის.

თუმცა, ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ თავის ყველაზე სუსტ სეზონში მან 28 გოლი გაიტანა. წინა სეზონში საერთოდ 37. თუ ამის ნახევარს მაინც მივუმატებთ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შედეგებს, მივიღებთ წარმოუდგენელ სეზონს.“ - ციტირებს შეიხელის სიტყვებს Goal.com.


კომენტარები
მესი რონალდუს წინააღმდეგ - კომპონენტი, რომელშიც არგენტინელი 2007 წლიდან პირველია
მესი რონალდუს წინააღმდეგ - კომპონენტი, რომელშიც...
7-09-2021, 05:10
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно