გრიზმანის ტრანსფერის დეტალები - ატლეტიკოს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
გრიზმანის ტრანსფერის დეტალები - ატლეტიკოს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია

გრიზმანის ტრანსფერის დეტალები - ატლეტიკოს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 04:56

უცხოურ პრესაში ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოში“ ტრანსფერის დეტალებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. „როხიბლანკომ“ 30 წლის ფორვარდი 1 წლით ინათხოვრა და შესაძლოა, შეთანხმება 1 წლით გახანგრძლივდეს.

Goal.com-ის ინფორმაციით, მაქსიმალური თანხა, რომელიც „ბარსელონამ“ გრიზმანის სანაცვლოდ შეიძლება მიიღოს, 40 მილიონი ევროა. ამაში ბონუსებიც შედის და „როხიბლანკოს“ ამ თანხის გადახდა იმ შემთხვევაში მოუწევს თუ 2022-23 წლების სეზონში, ანტუანი „ატლეტიკოს“ მიერ გამართული მატჩების მინიმუმ 50 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას.

თუ გრიზმანი ამ ნიშნულს ვერ მიაღწევს, „ატლეტიკო“ მას უსასყიდლოდ გაიფორმებს. გამოცემის მიხედვით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრანგმა ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა მიიღო. Goal.com-ის ცნობით, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გადასასვლელად გრიზმანმა ხელფასი 40 პროცენტით შეიმცირა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა „ბარსელონას“ მაისურით 102 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 35 გოლია. „ბლაუგრანამ“ მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ანტუანმა კატალონიელთა იმედები ვერ გაამართლა და „ბარსას“ ქომაგები მას ხშირად აკრიტიკებდნენ.


კომენტარები
ატლეტიკოს პრეზიდენტი: ვიცოდი, რომ ბარსა გრიზმანს ჩვენსავით ვერ შეიყვარებდა
ატლეტიკოს პრეზიდენტი: ვიცოდი, რომ ბარსა გრიზმანს...
4-09-2021, 09:50
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно