"მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჰეითერები არ ჰყავს", - ვერატი » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჰეითერები არ ჰყავს", - ვერატი

"მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჰეითერები არ ჰყავს", - ვერატი

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 04:54

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი, მარკო ვერატი პარიზულ კლუბში თავდამსხმელ ლიონელ მესის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

"ის, რომ აქ არის, წარმოუდგენელია. არ მჯეროდა, სანამ არ დავინახე. ერთმანეთს უკვე ვიცნობდით. შეიძლება, ლეო ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ შესანიშნავი ხასიათი აქვს. მისი ყოფნა იგრძნობა".

"ლიდერი და ჩემპიონია, რომელიც იმათაც კი უყვართ, ვინც "ბარსელონას" და "პსჟ"-ს გულშემატკივარი არ არის".

"ჩემი აზრით, მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ტექნიკურია, მასში ეგოიზმი არ არის. არა მგონია, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას", - ციტირებს ვერატის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბარსელონადან" გადავიდა. 

კომენტარები
ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას ბარსაში დაასრულებს
ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას...
4-09-2021, 09:52
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно