ᲓᲔᲛᲑᲔᲚᲔ ᲬᲘᲜ ᲛᲘᲘᲬᲔᲕᲡ - ᲠᲝᲛᲔᲚ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔᲐ ᲣᲡᲛᲐᲜᲘ "ᲑᲐᲠᲡᲐᲡ" ᲤᲠᲐᲜᲒ ᲑᲝᲛᲑᲐᲠᲓᲘᲠᲔᲑᲨᲘ
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-04-2021, 23:53
როგორც მოგეხსენებათ, უსმან დემბელეს მიერ ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა "ბარსელონას" "ვალიადოლიდთან" 3 ქულა მოაპოვებინა.
23 წლის შემტევს ლურჯ-ბროწეულისფერთა რიგებში 29 გოლი დაუგროვდა, რითაც იგი ანტუან გრიზმანს გაუთანაბრდა.
დღევანდელ თანაგუნდელებზე მეტი გოლი "ბლაუგრანაში" ერთადერთ ფრანგს, ტიერი ანრის აქვს გატანილი, ვის ანგარიშზეც 49 შედეგიანი დარტყმაა.
ოთხეულს კიდევ ერთი ვეტერანი, ლუდოვიკ ჟიული, 26 გოლით ხურავს.
უსმანსა და ანტუანს თავიანთი შედეგების გაუმჯობესების შანსი შაბათს, მადრიდის "რეალის" წინააღდეგ ექნებათ. საინტერესოა, რომ "კლასიკოში" აქამდე არცერთს გაუტანია.

კომენტარები