ᲠᲐᲢᲝᲛ ᲓᲐᲐᲙᲚᲓᲐ ᲢᲔᲠ ᲨᲢᲔᲒᲔᲜᲘ ᲒᲣᲜᲓᲣᲠ ᲤᲝᲢᲝᲡ - ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝ ᲤᲐᲥᲢᲘ
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-04-2021, 23:50
ბარსელონა" - "ვალიადოლიდის" მატჩის დაწყებამდე, ლეო მესის გუნდში ჩატარებული სარეკორდო, 768-ე თამაშის ჩატარების აღსანიშნავად განსაკუთრებული მაისური გადაეცა.
"ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა თავიანთ კაპიტანთან ერთად გუნდური ფოტოც გადაიღეს. თანაგუნდელებს ტრავმირებული ხერარდ პიკე და სერხი რობერტოც შეუერთდნენ და კადრში მათაც ვხედავთ.
რამდენიმე გულშემატკივარმა შეამჩნია, რომ ფოტოს "ბარსას" ორი კიპერი - მარკ ანდრე ტერ შტეგენი და ინიაკი პენია აკლია.
ირკვევა, რომ ამის მიზეზი ის ნახევარ-საათიანი გახურება გახლავთ, რომლითაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მეკარეები მატჩის დაწყებამდე კავდებიან. ამ ვარჯიშის შეწყვეტა დაუშვებელია, რის გამოც გამოაკლდნენ ხსენებული ფეხბურთელები თანაგუნდელებს.
სათქმელია ისიც, რომ გამორჩეულ ფოტოში მოხვედრის პატივი ხვდა კატალონიური გრანდის ახალგაზრდა გოლკიპერს, არნაუ ტენასს, თუმცა ამის მიზეზიც მარტივია - იგი მეკარის პოზიციაზე მესამე კანდიდატია და ნათელია, მატჩის წინ დიდ გახურებასაც არ საჭიროებს.

კომენტარები